დღეიდან, გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო
გერმანიაში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო.
კერძოდ, დღეს ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიები, წიგნის მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები და ველოსიპედების მაღაზიები გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყოს სოციალური დისტანცია მომხმარებლებსა და დასაქმებულებში.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვების მოხსნას, დაწესებულებები, სადაც 1.5 მ დისტანციის შენარჩუნება შეუძლებელია, ჯერჯერობით დახურული რჩება.
4 მაისიდან იგეგმება სილამაზის სალონების გახსნა, ხოლო რაც შეეხება ბარებს, რესტორნებს და კაფეებს, ფეხბურთის მატჩებსა და კონცერტებს, ისინი 31 აგვისტომდე იკრძალება.
ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 145743 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 4642 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
- "თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად"
- "ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება - უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში"
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
