გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 3 თვის განმავლობაში მიმდინარე აქციები დღეს შეწყდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე ხუთი მოსწავლე დაშავდა.
დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 % ცუდად აფასებს, რაც 10 %-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.
გიგი უგულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა, ალბათ უნდოდა ეთქვა რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეგ აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბაოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია!ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,"- წერს გიგი უგულავა.