ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე ვიდრე დაიწყებს საუბარს, მანამდე გადაურეკონ აშშ-ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და განცხადებები ჩინეთზე ამის შემდეგ გააკეთონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
კორუფცია ივანიშვილმაც ვერ დამალა, რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო - 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და მხოლოდ ერთია დასრულებული, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი თებერვალში უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.
აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“, რომელშიც განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. აფხაზეთში ამჟამად რუსეთის არმიის ნაწილებია დისლოცირებულნი და მისი ტერიტორია ფაქტურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
