რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“. პორტფელის მიხედვით ხორციელდება მრავალსექტორული ინტერვენციები ქალაქის „ეკო სმარტ ქალაქად“ გარდაქმნის მისაღწევად.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162-ე თეატრალური სეზონი პრემიერით, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაფდაფები ღამით" გაიხსნა. პრემიერას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის ყველა შემადგენელ ერთეულში, შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რაიონების გარდა, პირველ ოქტომბერს საშემოდგომო გაწვევა იწყება, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა.
გორის რაიონის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვერძი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.
