სექტემბერი 20 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების შემდეგ თანამდებობა, სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც დატოვა.


სექტემბერი 20 2023

ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს, ამაში არ არის ტრაგედია. რამდენჯერაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველას ადეკვატურად გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.


სექტემბერი 20 2023

კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, აქვთ თუ არა ბანკებს რაიმე ბერკეტი, თავისით მიიღონ გადაწყვეტილება და არ დაემორჩილონ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.


სექტემბერი 20 2023

დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


სექტემბერი 20 2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იცის, რომ რუსეთთან კულისებში ჩრდილოვანი გარიგებების დადების მცდელობები მიმდინარეობს, მაგრამ ბოროტების ნდობა არ შეიძლება.


სექტემბერი 20 2023

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით.


სექტემბერი 19 2023

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში, კერძოდ გუიჯოუს პროვინციაში იმყოფებოდა.


სექტემბერი 19 2023

დღეს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენ პარა მკლავჭიდელებთან შეხვედრა გაიმართა. ისინი ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში , მკლავჭიდში რიგით 44-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ და საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.



სექტემბერი 19 2023

ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურნენ.


გვერდი 339 სულ 1371
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.