შშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა.
პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.
COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. მისი ჯანმრთელობა, მათ შორის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
„მომავალშიც ძალიან დიდი და განხორციელებადი გეგმები მაქვს, წინ განვითარებისკენ, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ჭრილში“ - ამის შესახებ Firstnews.ge-ს 25 წლის ბარბარე ნიშნიანიძე უყვება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რთული გადასამოწმებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6387 ლარი ეღირება, ევრო – 2.8640 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3472 ლარი.
