საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5894 ლარი ეღირება, ევრო – 2.8372 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3134 ლარი.
“თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ “აზოვის” დანაყოფის ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში “აზოვსტალის” დაცვას ხელმძღვანელობდნენ - ისინი თურქეთში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ.
“შტატების ეს განცხადება აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ევროპისა და ამერიკისთვის სასურველი პარტნიორი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი და ამას საჯაროდაც ამბობენ, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი აშკარად გაუგებარი პოზიციისა, განსაკუთრებით ნატოს შესახებ.
საქართველოს მიერ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტის შეხვედრისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამიტზე იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ქრისტიანობა არ არის განსხვავებულად მოაზროვნე და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დარბევა და ლინჩის წესით ქვებით განადგურება - კარგი იქნებოდა ორგანიზატორებს „კოკა-კოლებთან“ ერთად წიგნებიც ჰქონოდათ, მათ შორის სახარება, იქნება ამ ადამიანებს წაეკითხათ, დარწმუნებული ვარ 99%-ს სახარება წაკითხული არ აქვს , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოხატავს Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მოქალაქე. ახლა ის არც პრეზიდენტია და არც მოქალაქე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5930 ლარი ეღირება, ევრო – 2.8248 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3100 ლარი.
