1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5638 ლარი გახდა.
ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად - ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა - სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია?- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს თვითმფრინავებთან და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„ყველა სხვა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს გააჩნდეს საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის “ოქროს ჩარდახის” რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტმა პროფესიულ წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა. პროექტთან დაკავშირებით არსებობს არაერთი საკამათო საკითხი.
Politico ჯო ბაიდენის განცხადებას იხსენებს, რომელიც მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა – ბაიდენმა თურქეთის ლიდერს „ავტოკრატი“ უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ერდოღანის ოპონენტებს დაუჭერდა მხარს.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.
8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზეიმო ვითარებაში აღინიშნა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 26 მაისის პროგრამას აქვეყნებს:
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ქართველი ხალხის ნაწილის შეშფოთება ამ გადაწყვეტილებით.
