December 4, 2025

მაისი 23 2023

„ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა, იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაავადების 3 118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,“ - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მაისი 23 2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.



მაისი 23 2023

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.


მაისი 23 2023

შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

 

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


მაისი 23 2023

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.


მაისი 22 2023

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმაგანაცხადა.


მაისი 22 2023

ყველა, ვინც არის უკრაინის მხარეს არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის სწორ მხარეს. ყველა, ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 22 2023

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარი გახდა.


მაისი 22 2023

„გავმხნევდეთ ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი მწუხარების ჟამს და ყოველთვის, ჩვენი სარწმუნოების გამო, აი, ამ სარწმუნოების გამო. რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით, ჩავიძირებოდით“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადასვენების ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.


გვერდი 383 სულ 1353
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.