მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის , - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა ჩვენს ევროპელსა და ამერიკელ მეგობარს, რომლებიც დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, 33 წლის თავზე ჩვენ ვმართავთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.
არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დღეს ისტორიული დღეა, მოხდება საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართა.