ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა – უწმინდესს 92 წელი შეუსრულდა.
2025 წლის პირველიდან ხუთ იანვრამდე ცაში ყალიბდება მძლავრი ასპექტი - ოპოზიცია მერწყულში მყოფ პლუტონსა და ლომში მყოფ რეტროგრადულ მარსთან. ეს ინტენსიური ენერგიის დროა, როდესაც ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები ზედაპირზე გამოდის, ითხოვს ყურადღებას და დამუშავებას. იქნება დაპირისპირება ინდივიდუალურ ძალასა და კოლექტიურ პროცესებს შორის, კონტროლის სურვილსა და თავისუფლების მოთხოვნილებას შორის. ეს არის დრო, როდესაც შიდა კონფლიქტი შეიძლება გამოვლინდეს გარე მოვლენებით.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ მალევე შეხვდეს, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს თავად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა.
მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საქართველოს ახალ წელს ულოცავს.