რუსეთის ფედერაცია მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა საფუძველი სტამბოლის 2022 წლის მოლაპარაკებების შედეგები უნდა გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს,- ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8091 ლარი ეღირება, ევრო – 2.9248 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5535 ლარი.
გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს.
ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშირებულ აქტივობას ეხმაურება.
ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში - ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
არაერთხელ ვთქვით, რომ მსხვერპლი არის მოთხოვნა, რათა არ შენელდეს კრიტიკული მდგომარეობა. ამისთვის მსხვერპლი აუცილებელია, რადგან იმ სცენარს იმეორებს, რაც უკრაინაში განვითარდა და მაიდნის სახელით არის ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი, დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.