რუსეთის ბანაკში ყოფნა ნიშნავს ვასალობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" მედიასთან განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ხმების 75.42%-ს შედეგად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
