"თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას გისურვებთ ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე" - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდებისთვის განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობისა და უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად მომავალშიც იზრუნებს.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი.
ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობა და უსაფრთხო მომავალი შეგიქმნათ.
აქვე, დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებს გარანტირებულად ჰქონდეთ მშვიდი და ხელსაყრელი გარემო. წინასწარ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
სიახლეები
- ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
- "ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, დათანხმდებიან, თუ არა, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს"
- "მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება"
- "ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით"
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
