„ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში და ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში.
საიდან მოიტანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ეს ტყუილია, ფაქტები გვაქვს, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია. სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის ზაფხულის სკოლაში - "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიღებას აცხადებს.
ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია.
ღარიბაშვილს დედებზე, ოჯახზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს მისი კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად მეორე კვირაა იქ ღამეს ათევენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის კრანოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS წერს, რომ მიზეზი დრონით დარტყმა იყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს, ბინებს გადასცემს.
