ყველაფერი ქრისტიანის ცხოვრებაში დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან, ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ ერთადერთი, რაც სურს, ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და რუსული ინტერესების გაძლიერება ამ ქვეყანაში , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით - პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
„კრემლში ადამიანებმა პირველად აღიქვეს რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ“, - ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელში უცხო პირები დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5800 ლარი ეღირება, ევრო – 2.7425 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1298 ლარი.
ამერიკული გაზეთი „უოლ-სთრით ჯორნელი“ (WSJ – The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ არ აძლევს დასავლეთი უკრაინას რუსეთზე გამარჯვების ნებას“, რომლის ავტორია ჯონ ბოლტონი, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
