პარლამენტის ბოიკოტი არის უაზრო. პარლამენტში ყოფნა რომ სჯობია არყოფნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენა გუშინდელმა დღემ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ პარლამენტის ბოიკოტის პირობებში ვერც გავრილოვის გაძევება მოხდებოდა იქიდან.
"ამავე დროს, პარლამენტის ეფექტი არ არის მხოლოდ ხმაურიანი დღეები და სამშაბათობით პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა. პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ.
გარეთ პროტესტი მაშინ ღვივდება, როცა შიგნით ცხელა. ეს დაადასტურა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ოცდაათწლიანმა ისტორიამ,"- წერს რომან გოცირიძე.
ხალხის გულწრფელი მიზანი, ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, ზუსტად ამის გამოძახილია, რომ კონსტიტუციაში გვიწერია: ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ხელმოწერების შეგროვება რატომღა გვჭირდება? ევროპელებმა იციან ყველა კვლევა, რომ გვინდა, დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
#ციტატა
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6196 ლარი ეღირება, ევრო – 2.7791 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1674 ლარი.
