ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი. ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე, ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი. მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა.
„რუსული ოცნების“ ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს, - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ბოლო ხანებში ეს პიროვნება [ვიოლა ფონ კრამონი] ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით , - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლის შესახებ დასმულ კითხვაზე.
„რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
„თუ გადავხედავთ ევროპულ რეკომენდაციებს, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო ღირსეულად და პროფესიონალურად შეასრულებს თავის მისიას და ფუნქციებს. პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ინსტიტუცია, მზად არის, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რათა თქვენი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
