საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ეღირება, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2419 ლარი.
გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლებო, ერთადერთი ხსნა გაქვთ, თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ლევან ხაბეიშვილიც იბრძოლებს.
რეალურად, „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი. შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტიორთან ურთიერთობებს აზიანებს ისეთი განცხადებები, როგორიც არის მოწოდებები, მაგალითად, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებისადმი, ჩამოვიდნენ და იარაღით გაყარონ ხელისუფლება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.