თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-16 სხდომა გამართა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს.
გუდაურში მდებარე ინდური რესტორანში სავარაუდო უბედური შემთხვევის შედეგად, უცხო ქვეყნის 11 და საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ მივიდა.
საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიმიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება - საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, მათი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.