ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.
ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება.
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია მაიკლ მაკფოლის - ამერიკელი დიპლომატის (რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის) და პოლიტოლოგის (პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის) - სტატია სათაურით „მსოფლიომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი არ უნდა დაუშვას“.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს გამოეხმაურა.
რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ) ბეჭდავს სტატიას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის შესახებ, სათაურით „შეუცვლელი რეჯეფი: როგორ გახდნენ დასავლეთი და აღმოსავლეთი თურქეთის პრეზიდენტზე დამოკიდებული“ (ავტორი - კირილე კრივოსეევი, პოლიტიკური მიმომხილველი).
გარემოს ეროვნული სააგენტო 7-8 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7086 ლარი ეღირება, ევრო – 2.8749 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2568 ლარი.
რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის. კირილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინასთან 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00-მდე „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს.
არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად, არც გავცემთ, ვიდრე კლინიკაში იმყოფება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან არის აბსურდი, ეჭვი მაქვს, გამზადებულ ტექსტზე ხელი მოაწერინეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
