საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 ივლისის მოწვევის შედეგად, საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მრავალი ომი იყო, რომელშიც ბირთვული ძალები მონაწილეობდნენ და ეს ბირთვული ძალები გამარჯვებული ვერ გამოვიდნენ. საკმარისია, გავიხსენოთ იგივე ვიეტნამის ომი, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც მოქალაქეები, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღეს პარლამეტნის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კლინიკა „ვივამედში” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესახებ ისაუბრა და „ქართულ ოცნებას” სააკაშვილის „სიცოცხლის შენარჩუნებისკენ” მოუწოდა.
„მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, რადგან დროულად დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და მომეცა საშუალება, წინა ორშაბათს ციხე/პალატაში მომენახულებინა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ვისზეც დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, „სიმულანტი“ პატიმარიაო და ვისზეც დღევანდელის წინა ხელისუფლება, ამბობს ქვეყნის აღმშენებელიაო და ვისზეც ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარიაო.
მივედი, ვნახე ის ადამიანი, რომლის ოპოზიციაში მეც ვიყავი მისი ხელისუფლების მმართველობისას და რომლის მმართველობის რევოლუციურმა წესმა თუ ბიუროკრატიულმა უწესობამ პირადად დამაზარალა და ჯერ კიდევ მომყვება ის ზიანი, ჯერ ისევ მომყვება.
მივედი. ვნახე.
ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ.
თეთრი საღებავით გულმოდგინეთ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.
დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.
პალატა/დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს "ვივამედში". სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.
„მოდი, აქ დაჯექი, ახლოს”, – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწტვეტად, ღრმა ამოსუნთქვა/ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.
მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე… აღარაფერზე.
ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.
„ახლა წავალ“, – ვამბობ მე.
„წადი და რაც აქ ნახე, თქვი”, – მეუბნება მაინც ღიმილით.
ვამბობ, რაც ვნახე.
ვამბობ და გეუბნებით, და ვისაც ყურნი ასხედან, ისმინეთ!.. ჯერ დააყენეთ ფეხზე კოლეგა „ოცნებელებო“, მიხეილ სააკაშვილი და მერე შეაბით ხუნდები, თუ ასე გწადიათ.
ჯერ დააყენეთ ფეხზე. ჯერ აცოცხლეთ. ჯერ მიეცით საშუალება, უწამლოს იმან, ვინც იცის, ვისაც შეუძლია მისი გაჯანსაღება, სადაც შეუძლიათ მისი სიცოცხლის შენარჩუნება მიეცით უფლება სასამართლოს, სწორად გადაწყვიტოს! მიეცით უფლება იუსტიციის მინისტრს, სწრაფად იმიქმედოს! ნუ ზღუდავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება!.. ლათინური შეგონება, იჩქარე ნელა, ახლა არ გამოდგება. ახლა უნდა იჩქაროთ სწრაფად! ახლა უნდა იჩქაროთ უსწრაფესად! არ უნდა დაიღუპოს დილეგში საქართველოს მესამე პრეზიდენტი!…
უნდა გადარჩეს! უნდა გადაარჩინოთ!.. თქვენ, კოლეგა „ოცნებელებო“, თქვენ უნდა გადაარჩინოთ!..”, – მიმართა დეპუტატმა უმრავლესობას.
30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ეღირება, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2638 ლარი.
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატიას სათაურით „სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში იქნება, მშვიდობა არ დადგება“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესაძლებლობა.
დღეს აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი სოფელ კოჩარის აღებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, ფილოსოფიის მაგისტრი ალექსი კვატანია იხსენებს:
პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობის და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა – ჭიაბერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
