საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7753 ლარი ეღირება, ევრო – 2.9365 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
“ზუსტად ერთი კვირაა, რაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი და წინააღმდეგობებია. პროტესტანტები გაჩერებას და არაფრის დათმობას არ აპირებენ და როგორც ხელისუფლების განცხადებიდან ჩანს, არც ის იხევს უკან. ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, რომელიც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაში შეიძლება განვითარდეს.
თქვენს თავს დააბრალეთ, მერე რაც მოხდება, რაც აქამდე მიტინგი ვერ დაიშალა, იანვარში მოვა საცივი და ყველაფერს დედას უტირებს, ხომ იცით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8274 ლარი ეღირება, ევრო – 2.9767 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5965 ლარი.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს.
ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად არ მიღებას.
სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მეხუთე დღეა უწყვეტად ხვდებიან აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.