დეკემბერი 01 2024

აშშ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.


დეკემბერი 01 2024

„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას, - ამის შესახებ ”გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს განცხადებას, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.


დეკემბერი 01 2024

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანიც გადადგა.


ნოემბერი 30 2024

დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.


ნოემბერი 30 2024

რუსთაველის გამზირზე აქციაზე მიმდინარე მოვლენებს კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ეხმაურება.


ნოემბერი 30 2024

ევროპა გაიღვიძე! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ნოემბერი 30 2024

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.


ნოემბერი 29 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7794 ლარი ეღირება, ევრო – 2.9348 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5259 ლარი.


ნოემბერი 29 2024

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.


ნოემბერი 29 2024

ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწვეთ ბოლომდე. უკან დასახევი აღარ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.


გვერდი 54 სულ 1325
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.