ისევ კოვიდის შესახებ. ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს - ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7411 ლარი გახდა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ. ამის შესახებ აღნიშნულია მათ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული:
გავრცელებული აზრის თანახმად, ''ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება'' რაც ცალსახად არასწორი დებულებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია წერს.
მისი თქმით, სინამდვილეში ეს ისეთივე არასწორია როგორც ვთქვათ ''ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა ყოველთვის შეიძლება''-ს თქმა იქნებოდა.
"ნებისმიერი ტრავმის დროს, მოქმედებების დაწყებას და რაობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:
1) გარემოს დათვალიერება - უსაფრთხოება;
2) პაციენტის შეფასება - პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე;
3) დამხმარე ადამიანების რაოდენობა და პირველადი დახმარების ცოდნა;
4) ხელთ არსებული აღჭურვილობა;
5) რა დრო დასჭირდება სასწრაფო დახმარებას ადგილზე მოსვლისთვის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება რისკის და სარგებლის შეფასება და შეფასების შემდეგ კი მოქმედების განსაზღვრა / დაწყება.
თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, ერთი წინადადებით ყველა შემთხვევას ვერ მოვერგებით, თუმცა ძალიან მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, სასწრაფოში დარეკვის შემდეგ:
1) თუ პაციენტი უგონოა და არ სუნთქვას ან აღენიშნება სიცოცხლისთვის მყისიერად საფრთხის შემქმნელი დაზიანება - ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
2) თუ გარემო შეიცავს გარდაუვალ და მაღალი რისკის საფრთხეს - ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
3) თუ პაციენტი სუნთქავს და/ან კონტაქტურია, გარემო არ შეიცავს გადაუდებელ მაღალი რისკის საფრთხეს - პაციენტი არ უნდა გაინძრეს, დაფიქსირდეს უსაფრთხო პოზიციაში და დაველოდოთ სასწრაფოს მოსვლას.
უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიდან (თუ ეს ვიდეო არ არის ძალიან დეტალური, უწყვეტი და არ ასახავს სრულ სურათს) ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე დასკვნების გაკეთება და პროფესიული შეფასება.
ამიტომ ხმამაღალი შეფასებებისგან სჯობს თავის შეკავება, არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რადგან ისედაც არსებობს მითი იმის შესახებ, რომ დახმარების გამო შეიძლება ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ადამიანებმა ზოგადად შეიძლება თავი შეიკავონ სხვისი დახმარებისგან, რაც რიგ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს.
ამორალური და დასჯადია ადამიანის განსაცდელში მიტოვება და არა დახმარება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,"- წერს არჩილ მარშანია.
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო და ყაზახეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა გაერთიანდეს.
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენეკევიჩი ავრცელებს.