უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, აგრეთვე ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-300-ები და სამხედროების ნაწილი გამოიყვანა. მედიის ცნობით, საუბარია 1 600-მდე სამხედროზე.
თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარი გახდა.
