უკრაინაში მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით, – რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
“როგორ შეასრულებს საქართველო ევროპის პირობებს და როგორ გამოიყენებს გადაწეულ ვადას? - უკვე ცნობილია, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ანგარიში არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს უნდა მოამზადოს.
არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8348 ლარი ეღირება, ევრო – 2.8782 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3955 ლარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 2 წელი გავიდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეხვდნენ „იუესაიდის“ წარმომადგენლობას და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.
ძალიან საშიშ სახეს იღებს ინტერნეტ ძალადობა, უფრო კონკრეტულად, სოციალური ქსელებით ძალადობა, სოცძალადობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.