საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7596 ლარი ეღირება, ევრო – 2.7309 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1769 ლარი.
რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელებს ბოლო ორი თვეა დიდი პრობლემები შეუქმნეს ირანული “შაჰიდ-131” და “შაჰიდ-136” ტიპის კამიკაძე-დრონებით.
