სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს. ამის შესახებ განცხადება სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგის" თანადამფუძნებელმა ნუგზარ კოხრეიძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა. კოხრეიძე ამბობს, რომ ღია მხარდაჭერას უკვე 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს.
დონეცკის ოლქის ლიმანში რამე ფსევდორეფერენდუმის ნიშანიც კი აღარ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს.
იმერეთში "USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის" გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ვეუბნები ირაკლი კობახიძეს და რუსეთის ყველა აგენტს, ამ ქვეყანაში თქვენი ყველას ლუსტრაცია მოხდება, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მიერ მიტაცებულ სამშობლოს, ჩვენ, პროევროპელი ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში არ დაგითმობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები შეიძლება გამოიძახონ, თუ მეორე პასპორტი რუსულია და პირი აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, - RTVI-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე. ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც ევროპის დიდი ქალაქების ანალოგიურ სამსახურებს აქვთ დამკვიდრებული.
ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა ავტონომია და უზარმაზარ ზარალს განიცდის იმის გამო, რაშიც აშშ-მა ჩაითრია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
