ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში – ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ხელი მოაწერა ფიცს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას. მეფის შემდეგ ფიცს ხელი მოაწერეს დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინცმა უილიამმა.
ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.
დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8449 ლარი ეღირება, ევრო – 2.8699 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3035 ლარი.
COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექციის კლინიკური მართვა, – ასეთი სათაურით ავრცელებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე პოსტს სოციალურ ქსელში.
ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ქართული ლეგიონით ამაყობს.
ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
