საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.
ნფლაცია არის ერთგვარად ის საფასური, რომელსაც ყველა, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები იხდიან იმ ომის გამო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე: „ბელგიის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი საქართველოდან განსაკუთრებულად გაზრდილია, იმის პარალელურად, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, რატომ მიდის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან?“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8342 ლარი ეღირება, ევრო – 2.8736 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3081 ლარი.
საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმე“ იწყება, მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში, რომელიც 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებს ეხება.
აქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის არმიის ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში.
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქადგამოცხადდა. შესაბამისი ცერემონიები ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დედაქალაქებში გაიმართა. ახალ ზელანდიაში ჩარლზის მონარქად გამოცხადება, ველინგტონში, პარლამენტის შენობაში მოხდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე.
21 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან, დღიდან, როდესაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები მოხდა.
აშშ-ის საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
