ივნისი 28 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორბლისა და ქერის ექსპორტის დროებით აკრძალვაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.


ივნისი 28 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9336 ლარი ეღირება, ევრო – 3.1040 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5954 ლარი.


ივნისი 28 2022

20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


ივნისი 28 2022

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ბოდიში, რომ დღეს ტრადიციულად პოზიტიური და ომახიანი ვერ ვიქნები! ვინც გუშინდელი კადრები ნახა, გაიგებს! 

 

დილის მონაცემებით პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო ტერორისტულ შეტევას 18 ადამიანი ემსხვერპლა! როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ხალხის ძალიან დიდმა ნაწილმა გამოსვლა მოასწრო!

 

პუტლერი არის ისეთივე და უფრო უარესი ტერორისტი როგორიც იყო ბინ ლადენი! ურდოსტანი არის სახელმწიფო-ტერორისტი! 

 

რისთვის იკრიბება დღეს გაერო? რას იტყვის? დაგმობს ჰო და ურდოს უტიფარი ვაზირი იტყვის (თქვა კიდეც უკვე), დადგმულია ეგ ყველაფერიო. 

 

ლისიჩანსკში ხალხი ტექნიკურ წყალს იღებდა. რაშისტმა ტერორისტებმა რაკეტები დაუშინეს და 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა! 

 

ხარკოვიც ისევ დაბომბეს და 5 ადამიანი დაიღუპა! 

 

ხვალ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ და რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხეს დაარქმევენ! 

 

სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა გაიზრდება 300 ათასამდე! 

 

მანამდე დიდმა შვიდეულმა განაცხადა, რომ უწყვეტად და შეუზღუდავად დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ომში! 29.5 მილიარდი დოლარი გამოეყო უკრაინის ბიუჯეტს! 

 

დეფოლტირებულ ურდოს ვინ რას გამოუყოფს, აქ არ დავწერ! 

 

ჩვენები იცავენ ლისიჩანსკს, ამაგრებენ ბახმუტ-ლისიჩანსკის ტრასას; დაბომბეს ისევ ურდოს შეიარაღების საწყობები დონეცკში, ლუგანსკში და ხარკოვის ოლქში! 

 

აშშ ახალ მიწა-ხმელეთის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს იყიდის უკრაინისთვის! კიდევ დამატებით "გაუმარსები" ჩავა ივლისში. 

 

იარაღი, იარაღი, იარაღი ჩქარა! ზელენსკის მიმართვაში დიდი შვიდეულისადმი, უსაფრთხოების გარანტიებთან, ფინანსური დახმარების გაზრდასთან, რუსეთზე სანქციების წნეხის გაძლიერებასა და ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების თხოვნასთან ერთად მთავარი მოთხოვნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების და შეიარაღების მოწოდება იყო! 

 

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს! 

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს! 

გაუმარჯოს საქართველოს! "- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

 


ივნისი 28 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


ივნისი 27 2022

ჩვენი ქვეყნების მიმართ საფრთხეს ერთი და იგივე ფესვები აქვს, რომელიც რუსეთის ფედერაციის და რუსული პოლიტიკის აგრესიულობამ შექმნა. თუ ფესვები ერთი და იგივეა, მაშინ პასუხიც ერთი და იგივე უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ივნისი 27 2022

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ კანდიდატის სტატუსი  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოს, საქართველოსთან მიმართებაში მისი ევროპული პერსპექტივა აღიაროს. ევროკავშირი მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


ივნისი 27 2022

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


ივნისი 27 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9349 ლარი ეღირება, ევრო – 3.1066 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6049 ლარი.


ივნისი 27 2022

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან, – „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.


გვერდი 568 სულ 1360
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.