April 4, 2026

ივნისი 20 2022

უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ივნისი 20 2022

დღეს, ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა.


ივნისი 20 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9340 ლარი ეღირება, ევრო – 3.0913 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5962 ლარი.


ივნისი 20 2022

უკრაინის ომის შედეგები არის ძალიან სახიფათო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, არის შიმშილის უდიდესი რისკი, განსაკუთრებით აფრიკაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.​


ივნისი 20 2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.


ივნისი 20 2022

დევნილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში სოხუმური ყავის არომატით დაიწყო, რაც უკვე ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, 20 ივნისის ტრადიციაა.


ივნისი 20 2022

გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომელზეც ერთობლივი მუშაობის დაწყების თხოვნით "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა დაინტერესებულ პირს მიმართა. გეგმის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დეპუტატებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.


ივნისი 20 2022

17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ივნისი 19 2022

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


ივნისი 19 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


გვერდი 597 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.