საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.4019 ლარი ეღირება, ევრო – 3.7360 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4806 ლარი.
ავსტრალიელი მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თვითონ (რუსეთი) პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 733 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 820 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%.
თქვენს ცხოვრებას თავად ქმნით, ამ მოსაზრებას არა ერთი წარმატებული ქალი ამტკიცებს. ძლიერი ქალები აღწევენ წარმატებას ყველა დაბრკოლების მიუხედავად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს. დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში ბევრია გამორჩეული და გამოჩენილი ქალი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა.
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.
გავიგეთ, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად, ჩვენ მუხლებზე დაჩოქილი არაფერს მოვითხოვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
.ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
