თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთზე „მაქსიმალურ ზეწოლას განაგრძობს“. ამის შესახებ BBC იტყობინება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 226 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
დღეს, ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
აყარეთ თქვენი იარაღი და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს, უბრალოდ გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და წადით, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს რუსულ ენაზე.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რადგან უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ.
