უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატო-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.1540 ლარი ეღირება, ევრო – 3.5255 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2194 ლარი.
ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერია მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ამჯერად სიმბოლურად დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ.
ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დაწყება ევროპაში, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?- ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიევში ჩასვლას არ აპირებს.
უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.
