Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 531 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ღრმად ვარ შეშფოთებული გაზრდილი დაძაბულობით და გაზრდილი სპეკულაციებით ევროპაში პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შესახებ. ასეთი კატასტროფული დაპირისპირების შესაძლებლობასაც კი ვერ დავუშვებთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული საუბრის შემდეგ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მიზნით, დიპლომატიის გზა უნდა გააგრძელოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9687 ლარი ეღირება, ევრო – 3.3594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0149 ლარი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე თქმით, არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.
პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინდა აღვნიშნო ხაზგასმით - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის დეტალურად განვმარტო - საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა, როგორც აღვნიშნე საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ. აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს - ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური ემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლებიდა ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები ყველანი მოახდენენ 50 000-დე ვაკანსიის მობილიზებას. წელს ჩვენ შესაძლოა, 100 000-ზეც კი გავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი. პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ, სექტორში, დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს. ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს.
მინდა აღვნიშნო ხაზგასმით - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც, ვფიქრობთ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%.
დეპოლარიზაციას ორი რამ სჭირდება. ერთი ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე - ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი “,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, მაქსიმუმს გააკეთებს „ქართული ოცნება“, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდეს, ამასთან შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი.
„იმისთვის, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია მოხდეს, ამას ორი რამ სჭირდება. ერთი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ერთისთვის და მეორესთვის. ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასუსტდეს და მეორე შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი“,- აღნიშნავს კობახიძე.
