November 22, 2024

29 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგით მეორე სხდომას გამართავს

29 დეკემბერს, 14 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგით მეორე სხდომას გამართავს, სხდომაზე განხილული იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს სხდომამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს კომისიურ ფორმატში.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაცხადებული პრიორიტეტებია მმართველობის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა. ქალაქის ბიუჯეტი, ეს არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განზაღვრავს ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს და პროგრამებს. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, მათი ინფორმირება არის მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული დოკუმენტის შემუშავების და შემდგომში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების და პროგრამების წარმატებით განხორციელების გარანტი.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის კომისიური განხილვის ეტაპზე მზად არის, ჩართოს ყველა დაინტერესებული მხარე, გააცნოს მოქალაქეებს 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და მიიღოს უკუკავშირი. ბიუჯეტის კომისიური განხილვის ფორმატში ჩართული იქნებიან, როგორც აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები, აგრეთვე ქუთაისის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირები და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები.

 

მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით კომისიების სხდომები გაშუქდება საკრებულოს Facebook გვერდზე.

 

 

2022 წლის ბიუჯეტის კომისიური განხილვის დღის განრიგი:

 

კომისია

თარიღი

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისია

21.12.2021, 12 საათი

ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია

22.12.2021, 12 საათი

იურიდიულ საკითხთა კომისია

23.12.2021, 12 საათი

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია

24.12.2021, 12 საათი

საფინანსო საბიუჯეტო კომისია

27.12.2021, 12 საათი

 

საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის პროცესი წარიმართება საკრებულოს დეკლარირებული პრიორიტეტების, ინკუზიურობის, ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის, შესაბამისად.

 

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრამეტრები არის აგებული მოქალაქეების პრიორიტეტების შესაბამისად. ეს დომუნეტი არის შესაძლებლობა, რომ 2022 წელს კიდევ უფრო განვავითაროთ ქალაქის ინფრასტრუქტურა, მხარი დავუჭიროთ კულტურულ და სპორტულ აქტივობებს, ახალგაზრდულ ინიციატევებს, ტურიზმის განვითარებას და რაც მთავარია, გავაძლიეროთ მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვითი პოლიტიკა.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის კომისიური განხილვები გაიმართოს

 

საჯაროობის მაქსიმალური უზრუნველყოფით. მინდა, ვთხოვო ყველა დაინტერესებულ პირს, მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის კომისიური განხილვის პროცესში,“ - აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

წაკითხვა 336 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.