თინა ხიდაშელი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ირინა სარიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-მა შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 409 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 832 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 624 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კონკრეტულ ვაქცინებზე ასაკობრივი შეზღუდვა აღარ იქნება და ნებისმიერი მათგანის გამოყენება უკვე 18 წლის ზემოთ დასაშვები იქნება.
დღეს იმერეთის რეგიონული ჰაბის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია, რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რაც მიღწეული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.
პრეზენტაციას დაესწრნენ იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო როგორც რეგიონული ჰაბის და ასევე პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ განმხორციელებელი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქტივობებს.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველოს მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ნინოწმინიდს პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს. ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
პანდემიის ძირეული მიზეზი - ბუნების განადგურებაა. ამ სიტყვებით იწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ მომზადებული სტატია.