ცენტრალრური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების შესახებ ჟვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 617 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 603 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პანდემია გრძელდება, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობის გადამოწმება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ ტესტის გაკეთება შეუძლიათ.
ფარმაცევტულმა კომპანია Biocubafarma-მა კუბაში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა სახელწოდებით "აბდალა" წარადგინა.
პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსნიონის აღსაზრდელები გაუცხოებულები არიან, რაც ბუნებრივია, რადგან მისივე თქმით, 2 თვე ბავშვები "ტყვეობაში" იყვნენ.
კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება, თუ იცით, რამდენი ადამიანია ახლა ამ კარვებში? 38 გრადუს სიცხეში. იცით? არიან ადამიანები კარვებში თუ არ არიან? თუ არიან, რატომ აწამებთ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით და არანაირი პროტესტი არ ისმის იქ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
