September 18, 2025

ნოემბერი 11 2020

"დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს შეკითხვები ექნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით," - ამის სესახებ პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.


ნოემბერი 11 2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს საჰაერო სივრცე განსაზღვრული პერიოდით იქნება გამოყენებული რუსული კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად.


ნოემბერი 11 2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.


ნოემბერი 11 2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა,  – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 11 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 2 421 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.


ნოემბერი 11 2020

საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ნოემბერი 11 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.


ნოემბერი 10 2020

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულებას ეხმიანება. 


ნოემბერი 10 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეხმაურება.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილის აღნიშნავს, ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება.

 

„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს:

 

„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

 

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

 

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

 

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


ნოემბერი 10 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.


გვერდი 987 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.