კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 017, აჭარაში 139, იმერეთში კი, 429 შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც,6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 781, აჭარაში-655, იმერეთში-1 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი, მათ შორის, თბილისში – 529, აჭარაში – 123, იმერეთში – 231. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში–208, აჭარაში – 41, იმერეთში – 86. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 – თბილისში, 721-აჭარაში, 115-იმერეთში. 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, აჭარაში-131, ხოლო იმერეთში-6.
სულ 6 ოქტომბრიდან-22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 836 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 113 პირი, აჭარაში-4 634, იმერეთში-5 363.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
