ქუთაისში ქოლგების აქცია გაიმართა. აღნიშნული პერფორმანსით სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გუშინ, 8 ნოემბერს, თბილისში, ცესკო-სთან აქციის დარბევა გააპროტესტეს.
9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა ეკონომიკის ინტერესები, ხალხის სურვილი, ასევე ის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს და ლოკდაუნი არ გამოაცხადა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია; თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
შინაგან სამეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განმარტებით, გუშინ, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“ - საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია თბილისში მიმდინარე ოპოზიციურ საპროტესტო აქციაზე და მის მიზეზებზე (ავტორი - ნინა ახმეტელი).