კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 247 თბილისში გამოვლინდა, 742 - აჭარაში, 609 - იმერეთში
მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს100 684-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 17, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – რვა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 30“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 17 948 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
„მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 709, აჭარაში – 959, იმერეთში – 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში – 387, აჭარაში – 149, იმერეთში – 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 47, იმერეთში – 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 – თბილისში, 1 672 – აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში – 26.
სულ 6 ოქტომბრიდან – 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 16 802 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 307 პირი, აჭარაში – 19 161, იმერეთში – 5 226“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი