ვადამდელი არჩევნები 2021-ში და მეორე ტურის გადადება - რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება პოზიცია-ოპოზიციას შორის

“ხელისუფლებას და ოპოზიციას მეორე ტურამდე თუ ექნებათ მოლაპარაკებები, შეიძლება ორი მიმართულებით შეთანხმდნენ.

მაგალითად არჩევნების მეორე ტური გადაიდოს ერთი ან ორი თვით და შემდეგ ოპოზიციამაც მიიღოს მასში მონაწილეობა, ხოლო მეორე ვარიანტია მოლაპარაკებებზე შუამავალი ელჩების შეთანხმება ოპოზიციასთან ვადამდელ არჩევნებზე მაგალითად 2021 წლის შემოდგომაზე იმ გარანტიით, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად და ამის გარდა სხვა რეალური ალტერნატივა არ არსებობს, - აცხადებს “რეზონანსთან”ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვადამდელი არჩევნები 2021-ში და მეორე ტურის გადადება - რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება პოზიცია-ოპოზიციას შორის.

 

“ოპოზიცია თავის ყველა განცხადებაში აფიქსირებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და საუბარი აქვთ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. აქედან გამომდინარე ერთადერთი რეალური მოლაპარაკების თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეიძლება იყოს შუამავალი ელჩების გარანტიით ვადამდელი არჩევნები. თუკი ისინი მისცემენ ოპოზიციას გარანტიას, რომ შეთანხმდნენ ვადამდელ არჩევნებზე იმ დათქმით, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ვინაიდან ოპოზიცია საუბრობს სამომავლო არჩევნებზე, შეიძლება ეს შეთანხმება მოხდეს და ამას მოჰყვეს კოდექსის და ცესკოს დაკომპლექტების საკითხში ცვლილებები. თუ ამაზე შეთანხმდებიან, ალბათ მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მანამდე კი ეს ყველაფერი სერიოზულად და საფუძვლიანად რომ გაიარონ, უბრალოდ ვერ მოასწრებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ძაბირაძე.

 

“ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში არ არის აუცილებელი მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, თან ორი დღე დარჩა და ვეღარც მოასწრებენ უკვე საარჩევნო კამპანიის ჩატარებასა და მობილიზებას. არის ერთი ვარიანტი - მეორე ტურამდე შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მაჟორიტარული არჩევნები გადაიდოს და შემდეგ მიიღებს ოპოზიცია მასში მონაწილეობას თუ დარჩენილ ორ დღეში ისინი მოახერხებენ ამაზე შეთანხმებას. სამართლებრივად შეიძლება ეს გამოსავალი მოიძებნოს და ისე რასაკვირველია არ მიიღებს ოპოზიცია ამ არჩევენებში მონაწილეობას”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “უშვებს თუ არა ოპოზიცია შეცდომას მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით”.. - პასუხობს:

 

“ჩემი აზრით ოპოზიცია შეცდომას უშვებს, თუმცა ახლა როგორც არ უნდა სურდეთ მეორე ტურში მონაწილეობა, უკვე გვიანია. დღეს რომც უნდოდეს ოპოზიციას მეორე ტურში მონაწილეობა, ვეღარ მოასწრებენ. ამიტომ მაჟორიტარების არჩევაში გამორიცხულია, რომ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ თუ გადაიდო ერთი თვით ან ორი თვით ეს უკვე სხვა საქმეა. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო და ეს სწორი იქნებოდა. ვფიქრობ, ოპოზიცია უშვებს შეცდომას, თუმცა მათ თავად გადაწყვიტეს ასე და თუ რატომ, ამაზე მათ მაგივრად სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ”.

წაკითხვა 751 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2020

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.