May 15, 2025

ივლისი 04 2020

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, 244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას.


ივლისი 03 2020

გსურს ისწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა?


ივლისი 03 2020

მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


ივლისი 03 2020

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.


ივლისი 03 2020

სომხურ პოპულარულ გამოცემა „7 დღე“-ში («7 օր») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გახდება თუ არა ნიკოლ ფაშინიანი სომეხ მიხეილ სააკაშვილად?“, რომელშიც ერთმანეთთან არის შედარებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი და სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი (ავტორი - პეტროს ალექსანიანი).


ივლისი 02 2020

სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან ორგანიზებულ ჩამოყვანას სუბსიდირებული ფასებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ივლისი 02 2020

გავლენიან გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში («Frankfurter Allgemeine Zeitung») გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით  „რისხვა და ტკივილი“ (ავტორი - მარკუს ვენერი), რომელშიც რუსეთ-გერმანიის ურთიერთობის საკითხებთან ერთად, კანცლერ ანგელა მერკელისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთდამოკიდებულებაც არის გაანალიზებული.


ივლისი 02 2020

ფინეთის ყველაზე მრავალტირაჟიან - 130 ათას ეგზემპლარიან საღამოს გაზეთ „ილტა სანომატ“-ში («Ilta-Sanomat») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ჰყიდის“, რომელშიც ერთ-ერთი ფინელი ყოფილი მსახიობის საქმიანობაა გადმოცემული: როცა ვილე ჰააპასალო, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა, მან ქართული ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო (ავტორი - სუვი კერტულა).


ივლისი 02 2020

რუსული გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») ორი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვაში „თხუნელა“ გაჩნდა: ზედმეტ თვალშისაცემ ფალსიფიკაციას საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის გამოწვევა შეუძლია - ასე მოხდა 2003 წელს საქართველოში“, რომელშიც ბელარუსში საპრეზიდენტო არცევნებისთვის მზადებაა განხილული.


ივლისი 02 2020

აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.


გვერდი 1088 სულ 1322
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.