"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა კონფლიქტებისაგან"
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ გამოქვეყნებულია თომას დე ვაალის - მთიანი ყარაბაღის საკითხებში ცნობილი ექსპერტის თვალსაზრისი სიტუაციის პროგნოზირების თაობაზე. აი, საინტერესოა ამონარიდები მისი სტატიიდან:
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა კონფლიქტებისაგან (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, დონბასი) იმით, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში ორიევ მხარეს (სომხეთს და აზერბაიჯანს) ანგარიშს უწევს და გარკვეულ დისტანციას იცავს. რუსები მთიან ყარაბაღში პირდაპირ არ ერევიან და ამით ერთგვარ „ნეიტრალურობას“ ამჟღავნებენ.
კონფლიქტის ირგვლივ ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის. სამხედრო მოქმედებების მონაცემებში ორივე მხარე ერთი შეხედვით შეიძლება ობიექტურები მოგვეჩვენოს, მაგრამ იმავდროულად ორივე შეგნებულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციებს. ოფიციალურ განცხადებებს კრიტიკულად და სკეპტიკურად უნდა მოვეკიდოთ.
არცერთ მხარეს არ არ აქვს მონოპოლია ისტორიულ სამართლიანობაზე. ორივე - სომხეთიც და აზერბაიჯანიც თავის პრეზტენზიებს მთიან ყარაბაღზე ისტორიული ფაქტებით ასაბუთებს: აქ მე-13 საუკუნეში სომხეთის სამეფო არსებობდა, მე-18-ში კი აზერბაიჯანული (სპარსულ-თურქულ-შიიტური) სახანო. ორივე ერთსა და იმავე გეოარეალში არსებობდა და იქ მცხოვრები ხალხები ძირითადად ერთმანეთთან მშვიდად თანამშრომლობდნენ.
აზერბაიჯანს, რომელიც 1990 წელს სომხეთთან კონფლიქტში დამარცხდა, უფრო მეტი სტიმული აქვს რევანშის ასაღებად, რაც მან 27 სექტემბერს განიზრახა. ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და „ბლიცკრიგისთვის“ სასურველი მომენტი შეარჩია.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხური მხარე მშვიდობისმოყვარულია. ერევანი დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა კონფლიქტის არსებითად განხილვაზე. სომხები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1990 წელს დაკავებულ ტერიტორიებს „გათავისუფლებულს“ უწოდებენ, რაც მათ რიტორიკას აგრესიულობას ანიჭებს“.
წყარო: https://www.bbc.com/russian/live/news-54317944
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
