მარტი 19 2020

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა სწორად შეაფასონ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეები და ყველაფერი გააკეთონ, რომ მისი გავრცელება არ მოხდეს. მისი თქმით, მსგავსი გამოწვევის წინაშე გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა.

 

„მდგომარეობა სერიოზულია. სერიოზულად უნდა შეხედოთ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, არა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა, რომელსაც ასეთი დონის ერთიანობა დასჭირდებოდა”,-აღნიშნა მერკელმა.

 

მისივე თქმით, ამ საფრთხესთან ბრძოლაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

„მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა კანცლერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 12 327 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 28 ადამიანი.


მარტი 19 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს ბრალდებებს, რომ ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის საფრთხეს სათანადოდ ვერ აფასებდა. მისივე თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ვირუსის გავრცელება მაინც მოხდა.


მარტი 19 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს.


მარტი 19 2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში - „ჩინური ვირუსი“ - რასისტული არაფერია.


მარტი 18 2020

ქვეყანაში განვითარებული რთული მოვლენების მიუხედავად, ,,დიო’’-ს ფილიალები და საწარმო საგანგებო რეჟიმში კვლავ განაგრძობს მუშაობას.



მარტი 18 2020

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მოხალისეეები მიაკითხავენ და საკვებს მიუტანენ.


მარტი 18 2020

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.


მარტი 18 2020

ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია? – იყო ასეთი ცნობილი დილემა 30 წლის წინანდელ საქართველოში.


მარტი 18 2020

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.


გვერდი 1181 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.