პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა დადგება.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ, ჩინეთში დაღუპულთა მონაცემს გადააჭარბა, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.
ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა.
სანამ ადამიანები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში არიან და სოციალურ ცხოვრებაზე უარს ამბობენ, ცხოველები მშვენივრად ატარებენ დროს.
გერმანიის ქალაქ ებერსბერგში 22 ქართველ სტუდენტს დამსაქმებლებმა სამუშაო კონტრაქტი შეუჩერეს.
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სოლიდარობის ნიშნად, რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება ყველა იმ ქვეყნის დროშის გამოსახულებით გაანათეს, სადაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც მას მეფეს უწოდებენ. მისი თქმით, ის მეფე არ არის, რადგან მეფეები ბრძანებებს გასცემენ, ხოლო პრეზიდენტები ყოველ დღე მუშაობენ.
დღეს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.
