იანვარი 25 2020

“მმართველი პარტია მძიმე არჩევანის წინაშე დგას - მან ან უნდა შეინარჩუნოს როგორმე დემოკრატი მმართველის იმიჯი და წავიდეს დათმობაზე, ან საბოლოოდ მოახდინოს ყველას და ყველაფრის იგნორირება შინ თუ გარეთ, ყველაფრის დასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს.


იანვარი 25 2020

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. 


იანვარი 25 2020

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.


იანვარი 24 2020

თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.


იანვარი 24 2020

რამდენჯერაც შოუს დადგამ, იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ, - ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობაში, მას შემდეგ , რაც საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


იანვარი 24 2020

ხვალაც შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტის გაცოცხლება იმიტომ, რომ ყველაფერი ადგილზეა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც პარტიის პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა.


იანვარი 24 2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

 

დარბაზის დატოვებამდე მან განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.

 

„მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს", - განაცხადა სარალიძემ, რის შემდეგაც ბრალდების მხარის მისამართით ფოტოები ისროლა.

 

მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ დარბაზი დატოვა, განცხადება გააკეთა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს და არა მათ.


იანვარი 24 2020

დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


იანვარი 23 2020

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება,


იანვარი 23 2020

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

ტეგები:

გვერდი 1183 სულ 1322
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.